logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: სახალხო დამცველის კლინიკური აუდიტი ამოიწურა იმით, რომ აპარატურა შეფასდა, მათ სასჯეაღსრულების ექიმებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ, რაც არასაკმარისია
- +

18 ნოემბერი. 2021. 13:31

 

 

„სახალხო დამცველის მიერ შექმნილ კლინიკურ აუდიტს სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმებთან კომუნიკაცია არ ჰქონია, რაც ძალიან მენიშნა,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, საწესებულების ექიმებთან კონტაქტი პრინციპულად მნიშვნელოვანია და შესაძლოა მათ შესახვედრად მედიაცია თავად უზრუნველყოს.

 

„მე არ შევეხები მათ პოლიტიკურ შეხედულებებს, რადგან ვრჩები იმ პრინციპულ აზრზე, რომ ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ პაციენტის მკურნალობა და არა პოლიტიკოსებმა. ასევე, ვერ შევალ დისკუსიაში მათ დასკვნასთან, თუმცა რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი მოსაზრებები. ერთადერთი, რაც ძალიან მენიშნა არის ის, რომ მათ არ ჰქონიათ კომუნიკაცია სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმებთან. პრინციპულად მნიშვნელოვანია და არ ვიცი, მე თვითონ შეიძლება მედიაცია გავაკეთო, რომ შეხვდნენ ერთმანეთს და გაესაუბრონ. ეს კლინიკური აუდიტი იდეაში ამოიწურა იმით, რომ აპარატურა შეფასდა, რაც არასაკმარისია“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner