logo_geo
eng_logo
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება
- +

26 ნოემბერი. 2021. 11:30

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება.

 

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კიდევ ორ კანდიდატს - ნინო სანდოძეს და თეა ძიმისტარაშვილს გაესაუბრება.

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გამორჩეულია თავისი ღიაობით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner