logo_geo
eng_logo
ლაშა დარსალიამ ევროპის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
- +

26 ნოემბერი. 2021. 16:46

 

 

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოში, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობაში, დისკუსიის ფორმატში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრა წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების - ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის (CEPS), ევროპული პოლიტიკის ცენტრის, Friends of Europe-ის, „კარნეგი ევროპის“, EGMONT-ის და LINKS Europe-ის წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის, რეგიონული უსაფრთხოება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

 

მინისტრის პირველმა მოადგილემ კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მძიმე ვითარებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. მან ხაზი გაუსვა ამ პროცესში ევროკავშირის, ისევე როგორც, სხვა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას.

 

ლაშა დარსალიამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის განმტკიცების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით წვლილის შეტანისთვის საქართველოს მზაობას.

 

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს დეზინფორმაციასა და ანტი-დასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის აუცილებლობაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner