logo_geo
eng_logo
NATO-სა და ეუთო-ს მინისტერიალებზე ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე საუბარს გეგმავს
- +

27 ნოემბერი. 2021. 11:04

 

მომდევნო კვირაში დაგეგმილ NATO-სა და ეუთო-ს მინისტერიალებზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე საუბარს გეგმავს. ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა განაცხადა.

 

დონფრიდის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 30 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით რიგაში დაგეგმილ NATO-ს მინისტერიალზე და 2-3 დეკემბერს სტოკჰოლმში დაგეგმილ ეუთო-ს მინისტერიალზე უკრაინის საზღვართან არსებული ვითარების გარდა, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის და ბელარუსში არსებული კრიზისის შესახებ საუბარს გეგმავს. მისივე თქმით, რიგაში დაგეგმილ NATO-ს მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.

 

გარდა ამისა, დონფრიდის განცხადებით, მინისტერიალზე უკრაინის საზღვართან განთავსებული რუსეთის შეიარაღებული ძალების ყველა შესაძლო ქმედება იქნება განხილული და NATO-ს წევრების გადასაწყვეტი იქნება, რა სახის ნაბიჯებს გადადგამს ალიანსი რუსეთთან მიმართებით.

right_banner right_banner
არქივი
right_banner