„აზიასა და აფრიკაში მდებარე ქვეყნები ყოველთვის არიან რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის მსხვერპლი. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნის წარმომადგენლებს შევხვდეთ, ვესაუბროთ იმ მძიმე ვითარებაზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც მადრიდში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე იმყოფება.
„დილით შეხვედრა გვქონდა მალტის პარლამენტის სპიკერთან. განხილული იყო ძირითადად საქართველოს ევროინტეგრაცია, რეფორმები, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს. ვისაუბრეთ 2024 წელს განაცხადის გაკეთებაზე. მალტურმა მხარემ გამოთქვა დაინტერესება, რომ ჩვენი სურვილის შემთხვევაში აღმოგვიჩინონ დახმარება საკუთარი გამოცდილებით იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც ევროინტეგრაციისთვის არის საჭირო“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.