logo_geo
eng_logo
ხატია წილოსანი: საქართველოს პარლამენტი მიესალმება და ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მეტ ჩართულობას საპარლამენტო ცხოვრებაში
- +

28 ნოემბერი. 2021. 18:44

 

 

„საქართველოს პარლამენტი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს როგორც ახალგაზრდა პარლამენტარების საქმიანობას და მათი რესურსების მაქსიმალურ გამოყენებას ქვეყნის ინტერესებისა და საუკეთესო საკანონმდებლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის, ასევე, ახალი, პოტენციური პარლამენტის წევრების მოზიდვასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ახალგაზრდების როლთან დაკავშირებით ქვეყნის როგორც კანონშემოქმედებით, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის კუთხით,“- ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, ხატია წილოსანმა მადრიდში განაცხადა.

 

იგი საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა ფორუმში მონაწილეობდა. დეპუტატის ინფორმაციით, ახალგაზრდა პარლამენტართა ფორუმზე, რომელიც საპარლამენტთაშორისო კავშირის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას წარმოადგენდა საკანონმდებლო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობისა და ახალგაზრდა პარლამენტარების როლის გაზრდის შესახებ იმსჯელეს.

 

„საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა ფორუმზე მიმდინარეობდა ახალი ინიციატივების განხილვა, რომელიც უკავშირდება საკანონმდებლო საქმიანობაში ახალგაზრდა პარლამენტარების ჩართულობასა და რაც შეიძლება, მეტი ახალგაზრდის მოზიდვას ქვეყნის როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტია და მოხსენების წარდგენის დროს, ამ საკითხს საზოგადოების მხრიდან ძალიან დადებითი და პოზიტიური გამოხმაურებები მოყვა.

 

ეს პლატფორმა იძლევა, შესაძლებლობას, რომ ახალგაზრდა ლიდერებმა საკანონმდებლო ინიციატივები განიხილონ და ისინი პრაქტიკაში გადმოიტანონ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის ნოემბერში დაიწყო კამპანია, რომელიც დაკავშირებულია საპარლამენტო ცხოვრებაში მეტი ახალგაზრდის ჩართულობასთან. საქართველოს პარლამენტი ამ ინიციატივას მიესალმება“, - განაცხადა დეპუტატმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner