logo_geo
eng_logo
ვახტანგ მახარობლიშვილი: ის ფაქტი, რომ ასოცირებულ პარტნიორებს ხვდება სამივე პრეზიდენტი, ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან ასოცირებული პარტნიორობის მნიშვნელოვანი აღიარებაა
- +

30 ნოემბერი. 2021. 10:15

 

 

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგასთან ერთად შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

„2 კვირაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტია და აღნიშნული ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რათა ასოცირებულმა პარტნიორებმა თავისი პრიორიტეტები გააცნონ ევროკავშირის ხელმძღვანელობას ერთის მხრივ სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციასთან დაკავშირებით და ისაუბრონ იმ მიმართულებებზე, რომლებიც სამი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია. ის ფაქტი, რომ ასოცირებულ პარტნიორებს ხვდება სამივე პრეზიდენტი, ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან ასოცირებული პარტნიორობის მნიშვნელოვანი აღიარებაა და მათი ამბიციების ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების კონტექსტში“, - განაცხადა მახარობლიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, დღეს ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner