logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, ტერიტორიების გადაცემა - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ უმძიმესი დანაშაულებისა, რომლებიც ჩაიდინა თავის დროზე სააკაშვილმა
- +

30 ნოემბერი. 2021. 13:36

 

„ჩვენ რომ დავუშვათ თეორიულად, რომ ის განახორციელებდა გეგმას, რომლითაც ის ჩამოვიდა საქართველოში, ტრაილერით, მაცივრით, პროდუქტებთან ერთად, მაშინ შესაცოდი იქნებოდა უკვე ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის თეორიული დაშვება და ბუნებრივია, ეს ვერ მოხდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და სისტემა მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

„წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, მონოპოლიზაცია, ტერიტორიების გადაცემა - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ უმძიმესი დანაშაულებისა, რომლებიც ჩაიდინა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა, მისმა რეჟიმმა და იმ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც ჰქვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რომელსაც აქვს თავისი განშტოებები დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში. ამის განმეორებას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი არ იმსახურებდა. ბუნებრივია, ეს დანაშაულები არც განმეორდება, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვართ ცივილიზებული, ევროპული ყაიდის საზოგადოება, რომლისთვისაც არის მიუღებელი და შეუთავსებელი ის დანაშაულები, რომლებსაც წინა რეჟიმი და წინა ხელისუფლება სჩადიოდა. ჩვენ ვიმსახურებთ არსებითად სხვა ტიპის სისტემას, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში 2012 წლის შემდეგ“, -აღნიშნა  ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner