logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის დამტკიცებამ არ დაუტოვა დესტრუქციულ ოპოზიციას გზა, დაპირისპირების ხარისხი გადაეტანათ პარლამენტიდან თვითმმართველობებში
- +

30 ნოემბერი. 2021. 14:10

 

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის დამტკიცება, ერთი მხრივ, იყო კანონიერი და მეორე მხრივ, ამან არ დაუტოვა დესტრუქციულ ოპოზიციას გზა, გადაეტანათ დაპირისპირების ხარისხი, რომელსაც ვხედავ პარლამენტში, საკრებულოებში, თვითმმართველობებში და საზოგადოების ყველა დონეზე,“ - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

მისი თქმით, პანდემიის პირობებში, როცა ეკონომიკური კრიზისი ჯერ კიდევ არ არის დაძლეული, მუნიციპალიტეტებში თითოეული პროექტის ჩაგდება მძიმე გავლენა ექნება მოქალაქეებზე.

 

„მთელი მსოფლიო არის პანდემიის პირობებში, ეკონომიკური კრიზისი არ არის დაძლეული და მარტო მსოფლიო ტურიზმმა ორ ტრილიონზე მეტი ზარალი განიცადა. საქართველო კი, ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც ტურიზმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამის აღდგენა, სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად ვერ მოხდება.

 

ასეთ დროს, მუნიციპალიტეტებში თითოეული პროექტის ჩაგდება იქნებოდა კიდევ ერთი მძიმე დაწოლა ჩვენ მოქალაქეებზე. კიდევ ერთი განუხორციელებელი პროექტი აისახებოდა არა მხოლოდ იმ კონკრეტულ მუნიციპალიტეტზე, არამედ ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე და ეკონომიკური ზრდის ტემპზეც მომავალში.

 

მოსახლეობას სჭირდება წყალი, მოსახლეობას სჭირდება გზა და იმ ადგილობრივი პრობლემების მოგვარება, რომელთა გადაწყვეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ბიუჯეტების დამტკიცება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner