logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი იმდენ ტყუილს ამბობს, არ ვიცი, რა დავარქვა, „პინოქიო“ ან „ბურატინო“ უფრო მოუხდება
- +

30 ნოემბერი. 2021. 16:38

 

 

„სააკაშვილი იმდენ ტყუილს ამბობს ყველა თემასთან დაკავშირებით, რომ არ ვიცი, რა დავარქვა, „პინოქიო“ ან „ბურატინო“ უფრო მოუხდება“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„შეგიძლიათ ნახოთ, რომ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, როცა იყო სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში, ათიათასობით ადამიანმა დატოვა ქვეყანა და დიდი ოდენობით შემცირდა მოსახლეობა. 2014 წლიდან იწყება დინამიკის ცვლილება და აქედან მოყოლებული, ჩვენ არ გვაქვს ვარდნა მოსახლეობის რაოდენობაში. აქაც მიხეილმა თქვა მარტივი ტყუილი. არ ვიცი, რა დავარქვა, „პინოქიო“ ან „ბურატინო“ უფრო მოუხდება, იმდენ ტყუილს ამბობს ყველა თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner