logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: მზად ვართ, ოპოზიციურ ჯგუფებთან კონსულტაციისთვის, თუ ისინი ორიენტირებული არიან საქმეზე
- +

1 დეკემბერი. 2021. 10:57

 

„მზად ვართ, ოპოზიციურ ჯგუფებთან კონსულტაციისთვის, თუ ისინი ორიენტირებული არიან საქმეზე და წარმოადგენენ არგუმენტებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები შესაბამისი დათქმებით საჭიროა ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მედიასთან განაცხადა.

 

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებები დაინიცირებულია, რისი ვალდებულებაც არ ჰქონიათ.

 

„ჩვენ ეს იმისთვის დავაინიცირეთ, რომ პოზიტიური ნაბიჯი გადაგვედგა დეპოლარიზაციისკენ, ამის საპირისპიროდ რადიკალიზაცია მივიღეთ, რომელიც დღემდე გრძელდება. მოცემულობაა, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ პოზიტიური ნაბიჯები და ამისთვის მზად ვართ, მაგრამ მეორე მხრივ, შემხვედრი პასუხი არის არა ადეკვატური, არამედ კონტპროდუქტიული. მზად ვართ, ოპოზიციურ ჯგუფებთან კონსულტაციისთვის, თუ ისინი ორიენტირებული არიან საქმესა და შინაარსზე და წარმოადგენენ არგუმენტებს, რომ ცვლილებები შესაბამისი დათქმებით საჭიროა ქვეყნისთვის. შეთანხმებული ვიყავით, რომ საკითხები შინაარსობრივად განგვეხილა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner