logo_geo
eng_logo
გიგი უგულავა 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა
- +

1 დეკემბერი. 2021. 15:35

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოსი გიგი უგულავას ქმედება  ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლა.

 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე 2 სამართალდამცველი დაიკითხა, რომელთა განცხადებით, უგულავას დაკავებაში მონაწილეობდნენ. სამართალდამცველების თქმით, უგულავამ მათ „ძაღლები“ უწოდა და გზის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.

 

თავად უგულავა ბრალს არ აღიარებს.

 

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner