logo_geo
eng_logo
საპარლამენტო კომიტეტებში, დროებით კომისიებში, მუდმივმოქმედ დელეგაციებსა და ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები ახლებურად გადანაწილდება
- +

2 დეკემბერი. 2021. 12:08

 

 

საპარლამენტო კომიტეტებში, დროებით კომისიებში, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებსა და პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები ახლებურად გადანაწილდება.

 

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა კომიტეტებში, დელეგაციებში, ეთიკის საბჭოში და შესაბამის კომისიებში კვოტების ხელახალი გადანაწილების პროექტი წარადგინა.

 

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის წევრების გამოკლების გამო გაუქმდა ორი ფრაქცია „რეფორმების ჯგუფი“ და „ლელო პარტნიორობა-საქართველოსთვის“ და შეიქმნა ერთი პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“, შესაბამისად საჭირო გახდა კვოტების ხელახალი გადანაწილება.

 

კომიტეტებში უფრაქციო პარლამენტის წევრებს დაემატათ ერთი და გაუხდათ ორი კვოტა. შესაბამისად, იმ პარლამენტის წევრებს, რომლებიც იყვნენ უკვე გაუქმებული ფრაქციების წარმომადგენლები, შეუძლიათ ეს კვოტები აითვისონ უფრაქციო პარლამენტის წევრების კვოტებიდან.

 

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში 14 წევრიდან 7 ადგილი „ქართულ ოცნებას“ და 7 ოპოზიციას ეკუთვნის. ამჯერად 1 ადგილი დაემატება „ნაციონალურ მოძრაობას“. ანალოგიურად გადანაწილდება კვოტები პარლამენტის ეთიკის საბჭოშიც, რომელიც ასევე 14 წევრით განისაზღვრება.

 

მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პოლიტიკურ ჯგუფ „ლელოს“ ექნება თითო კვოტა, დანარჩენი რაც გაუქმებულ ორ ფრაქციას ჰქონდა, გადანაწილდება უფრაქციო პარლამენტის წევრებზე.

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის წარმოდგენილ პროექტს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner