logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, დაამციროს ამ პროცესის მნიშვნელობა - სინამდვილეში, საქმე ელიტური კორუფციის არნახულ მასშტაბებს ეხება
- +

2 დეკემბერი. 2021. 12:45

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, შექმნას ალტერნატიული ისტორია, დაამციროს ამ პროცესის მნიშვნელობა. სინამდვილეში, ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ პროცესი ელიტური კორუფციის არნახულ მასშტაბებს ეხება და უნდათ, დაიყვანონ პიჯაკებამდე, თუმცა, არ ვიცი, პიჯაკები რატომ უნდა ეყიდა ხალხის თანხით“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით საუბრისას.

 

მისი თქით, სინამდვილეში, გაფლანგული 9 მილიონი ლარიდან, დიდი ნაწილი, კოსმეტიკურ მანიპულაციებს მოხარდა.

 

„ბოტოქსი, გასახდომი და სხვა პროცედურები... 40 000 დოლარი, ჩვენი ხალხის ფული, მან მალულად გადაიხადა თავისი შვილის ყველაზე ძვირადღირებულ სკოლაში, ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში, 200 000 დოლარზე მეტი აქვს დახარჯული პირად სტილისტსა და მზარეულზე. ეს არის კორუფციის ის ნაწილი, რომელშიც ჩაფლული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ელიტა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვის საქმეს განიხილავს. საქმეზე ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია არიან ბრალდებულები. სხდომას თავად მიხეილ სააკაშვილიც ესწრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner