logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: პიჯაკებისთვის გაცილებით ნაკლებია დახარჯული, ვიდრე ბოტოქსებისთვის და მაშინ, რატომ არ უნდა ერქვას „ბოტოქსის საქმე“?
- +

2 დეკემბერი. 2021. 13:40

 

„ოპოზიციას აქვს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ამ საქმეს „პიჯაკების საქმე“ დაარქვან, თუმცა, პიჯაკებისთვის გაცილებით ნაკლებია დახარჯული, ვიდრე ბოტოქსებისთვის და მაშინ, რატომ არ უნდა ერქვას ბოტოქსის საქმე,“ - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ყველა ხარჯი საჯაროა, საზოგადოებას ინფორმაცია აქვს და სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

 

„საფრანგეთის ყოფილ პრემიერს მეუღლისთვის დახარჯული 300 ათასი ევროს გამო ხუთი წელი მიუსაჯეს. მთავარია პრინციპი და ამ პრინციპზე სააკაშვილის პოზიცია საკმაოდ სუსტია. ჩვენი გადასახადების გადახდა მასაჟისტისთვის, რომელიც მასაჟს კბილებით აკეთებს ან შიშველი ქალი, რომელიც თავის სხეულით ხატავს, ეს არის ხარჯები, რომელიც არ შეიძლება, სადაო იყოს, მით უმეტეს, ეს არის საიდუმლო გრიფით წოდებული დოკუმენტები. 150 ათასი არის ნიკა ყიფშიძის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გერმანიაში და ა.შ. ბევრი ხარჯია, რომელიც არანაირ კრიტერიუმს არ შეესაბამება", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner