logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: როგორც კი წარმოგვიდგენენ კონკრეტულ წინადადებებს, თუ როგორ გაუმჯობესდეს სისტემა, მაშინვე გატარდება სასამართლო რეფორმა
- +

2 დეკემბერი. 2021. 17:43

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია მზადაა გაატაროს ნებისმიერი რეფორმა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ევროპული ინტეგრაციისთვის.

 

„მზად ვართ ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის ყველა ამ საკითხზე. რაც შეეხება კონკრეტულად სასამართლო რეფორმას, ჩვენ თავიდანვე დავსვით ეს საკითხი - როგორც კი ჩვენ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებით წარმოგვიდგენენ კონკრეტულ წინადადებებს, თუ როგორ გაუმჯობესდეს სისტემა, მაშინვე გატარდება შესაბამისი რეფორმა. დღემდე, გასულია 2 თუ 3 წელი და ველოდებით ასეთ წინადადებებს, და ჯერ არაფერი შემოსულა“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner