logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: რაც ავადსახსენებელი 9 წლის განმავლობაში ხდებოდა, ყველაფრის მთავარი შემოქმედი სააკაშვილი იყო
- +

3 დეკემბერი. 2021. 14:49

 

„ყველაფერი ცუდის, რაც 2012 წლამდე, ავადსახსენებელი 9 წლის განმავლობაში ხდებოდა, ყველაფრის მთავარი შემოქმედი და შემქმნელი იყო მიხეილ სააკაშვილი, თავის თანამოაზრებთან ერთად“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს კიდევ ბევრ საქმეზე მოუწევს პასუხისგება,

 

„მან რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს და ეცადოს თავის არიდებას კორუფციაზე, კრიმინალზე, ხალხის გაუბედურებაზე, ოჯახების გამწარებაზე, ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე, რომელიც ფეხქვეშ იყო გათელილი, ბიზნესის ტერორზე, რომელიც ყოველდღიურად ხდებოდა - ეს ხომ კონკრეტული ფაქტები იყო? ამას ხომ ვერავინ გაექცევა? ამით ცხოვრობდნენ ადამიანები და ეს იყო ყოველდღიური საშინელება, რომელიც ხდებოდა იმ ხელისუფლების დროს. აი, ამის მთავარი შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი და რაც უფრო მეტს ვალაპარაკებთ ამ ადამიანს, უფრო საინტერესოა. ძალიან კარგად იცით რისთვის იხდის სასჯელს და მოუწევს კიდევ ბევრ რაღაცაზე პასუხისგება“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner