logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: არაერთხელ მოვისმინეთ, რომ საქართველო მოქმედებს როგორც ალიანსის წევრი, მაგრამ საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. ჩვენი ქმედებებით უნდა დავეხმაროთ ნატოს ამ გადაწყვეტილების მომწიფებაში
- +

17 იანვარი. 2022. 13:53

 

 

„ნატოელი პარტნიორები აცხადებენ, რომ საქართველო მოქმედებს როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა. ჩვენ ეს გზავნილები არაერთხელ მოვისმინეთ, მაგრამ საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. ჩვენი ქმედებებით უნდა დავეხმაროთ ნატოს ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მომწიფებაში,“ - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრამდე განაცხადა. საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ქვეყნის სამოქმედო გეგმა სწორედ ამ პრინციპებთან და მიზნებთან არის თანხვედრაში და მადრიდის სამიტი საქართველოს საბოლოო მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯი უნდა გახდეს.

 

„მადრიდის სამიტზე ჩვენი მონაწილეობა უკვე სერიოზული გზავნილია რუსეთისთვის. სამიტთან დაკავშირებით ნატოსთვის ჩვენი პოზიციები უკვე გაზიარებული გვაქვს. ჩვენ უნდა მოვამწიფოთ ნატოში კონსენსუსი. ნატოსთან ვიქნებით სამიტამდე კოორდინაციის რეჟიმში. მადრიდის სამიტი უნდა იყოს ერთი მნიშვნელოვანი და ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი საბოლოო მიზნისკენ“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ვიცე-პრემიერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ნატოსა და ევროკავშირში. არაფორმალური შეხვედრაა დაგეგმილი ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთანაც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner