logo_geo
eng_logo
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის კონსულს შეხვდა
- +

17 იანვარი. 2022. 15:11

 

 

კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძრვანელმა, შოთა ხაბარელმა კორეის რესპუბლიკის  კონსულთან, კო ოკ სოკსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე საუბრის ძირითად თემას ნენსკრას პროექტის შემდგომი განხორციელების საკითხები წარმოადგენდა. პროექტი, რომელიც საქართველოში მძლავრი ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს, კორეის წყლის რესურსების კორპორაცია - K Water-თან თანამშრომლობით ხორციელდება და სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. შეხვედრაზე, რომელსაც ნენსკრას პროექტის ახალი დირექტორიც დაესწრო, მხარეებმა პროექტის მნიშვნელობა და მისი მასშტაბურობა კიდევ ერთხელ აღნიშნეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა პროექტის ხელშეკრულება გადაიხედა და ეკონომიკის სამინისტროსთან კონსულტაციებით შემდგომი სამუშაო პირობების დაზუსტება ხდება, აღნიშნულ პროცესს კი პარლამენტი ყურადღებით აკვირდება. შოთა ხაბარელმა კორეელ სტუმრებს პარლამენტში მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და კორეის მხარესთან შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner