logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური კრიზისი აქვს
- +

17 იანვარი. 2022. 16:25

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ თავად აქვს პოლიტიკური კრიზისი და ეს შეიძლება უკვე აშკარად ჩანს. ეს ე.წ. შავი სიებიც სწორედ ამის დამამტკიცებელი საბუთია,“ - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ანალიტიკოს ზურაბ ქადაგიძის FACEBOOK-პოსტს, რომელშიც საუბარია „ნაცმოძრაობის“ მიერ სასამართლოს შიგნით მორიგი „ტალღის“ მზადებაზე.

 

„მათი მიზანია დაპირისპირება არა მხოლოდ მოსამართლეების, არამედ საზოგადოების ნებისმიერი ფენის. გამომდინარე აქედან ეს არის წარუმატებელი მცდელობა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner