„გუშინ, 16 იანვარს, ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დავიკავე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აღნიშნავს.
კობახიძე „ქართული ოცნების“ მიერ ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე საუბრობს:
„ერთი წლის თავზე, გვაქვს შემდეგი შედეგები:
დასრულდა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გაიმყარა ლეგიტიმაცია;
ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერი, პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე, დედაქალაქის ღირსეული მერი და მმართველი გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს;
რადიკალური ოპოზიცია, რომლის ლიდერი დამსახურებულ სასჯელს იხდის, უკიდურესად დასუსტდა და აღარ აქვს შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს სიმტკიცეს;
მმართველი გუნდი იცავს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფო და საპარლამენტო სუვერენიტეტს, მთავრობამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უზრუნველყო.
მიხარია, რომ ამ შედეგების დადგომაში პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან ჩემი წვლილი შევიტანე“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.