logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: პარლამენტს ყველა შემთხვევაში მოუწევს რამდენიმე ადამიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა
- +

21 იანვარი. 2022. 14:47

 

 

„საგაზაფხულო სესიის გახსნასთან ერთად პარლამენტს ყველა შემთხვევაში მოუწევს რამდენიმე ადამიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის განხილვა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

„ესენი არიან - ხოშტარია, ნათელაშვილი, ჯაფარიძე და კახა კუჭავა, რომელმაც განცხადება გააკეთა. ეს რეგლამენტითაა განსაზღვრული და ამასთან დაკავშირებით კომიტეტი დასკვნას გააკეთებს, რის შემდეგაც უკვე პლენარული სხდომა მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ქადაგშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner