logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის საშინაო დავალებას ასრულებს, ის მოუწოდებს მათ აქციებისკენ
- +

21 იანვარი. 2022. 15:20

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის საშინაო დავალებას ასრულებს. ის მოუწოდებს მათ აქციებისკენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურ თემებს ეძებს, რომლის მიხედვითაც სურს აქციების გამართვა.

 

„რამდენად უგუნურია ეს პოლიტიკა, ამას რეალური ფაქტები გვაჩვენებს. რაც მეტად ცდილობენ ისინი დაძაბულობისა და რადიკალიზმის შემოტანას, მით უფრო მეტად ამბობს მხარდაჭერაზე უარს ის დარჩენილი ამომრჩეველიც კი, ვინც ჯერ კიდევ ჰყავთ. როგორც ჩანს, მათ არ სურთ საკუთარი შეცდომებიდან შესაბამისი დასკვნების გამოტანა, სამაგიეროდ დასკვნებს გამოიტანს ჩვენი საზოგადოება, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება ჩვენი საზოგადოების თვალში“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner