logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: უკრაინაში ომის არდაშვება უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია
- +

26 იანვარი. 2022. 11:38

 

„ყველას კარგად მოგეხსენებათ უკრაინის მიმართ ჩემი დამოკიდებულება. გარკვეული ურთიერთობები, განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს ამ ქვეყანასთან. ამ მიზეზის გამოც, არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გამოვხატო ჩემი პოზიცია იმ პროცესების შესახებ, რომლებიც უკრაინის გარშემო ვითარდება“, - ამ სიტყვებით გახსნა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელი სხდომა.

 

როგორც მან აღნიშნა, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველა მხარე უნდა ეცადოს სამხედრო დაპირისპირების თავიდან არიდებას.

 

„უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, უკრაინაში მშვიდობა საფრთხის ქვეშ არ დადგეს. უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენი ძალისხმევაც სწორედ აქეთაა მიმართული და, რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებთ, ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner