logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: გვსურს, ვისაუბროთ სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე, იმ ნაბიჯებზე, რომელიც როგორც ჩვენ, ასევე NATO-მ უნდა გადადგას იმისთვის, რომ საქართველოს გაწევრიანება NATO-ში დაჩქარდეს
- +

26 იანვარი. 2022. 12:56

 

„გვსურს, ვისაუბროთ სამომავლო პერსპექტივებზე, შესაძლო განვითარების სცენარებზე და ასევე იმ ნაბიჯებზე, რომელიც როგორც ჩვენ, ასევე NATO-მ უნდა გადადგას იმისათვის, რომ საქართველოს გაწევრიანება NATO-ში დაჩქარდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელში ვიზიტი დროში დაემთხვა საკმაოდ გართულებულ ვითარებას რეგიონში და ასევე მოლაპარაკებებს NATO-სა და რუსეთს შორის.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მივიღოთ პირველწყაროსგან ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ეს მოლაპარაკებები, რამდენად მტკიცე არის NATO საქართველოს მხარდაჭერაში. ჩვენ გვსურს ვისაუბროთ სამომავლო პერსპექტივებზე, შესაძლო განვითარების სცენარებზე და ასევე იმ ნაბიჯებზე, რომელიც როგორც ჩვენ, ასევე NATO-მ უნდა გადადგას იმისათვის, რომ საქართველოს გაწევრიანება NATO-ში დაჩქარდეს. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ დღეს უკვე ყველა ხვდება, რომ ევროპის უსაფრთხოება საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებაზე გადის და ამიტომ აქ დაყოვნება და დათმობები არის მიუღებელი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner