„დარწმუნებული ვარ, არის შესაძლებლობა შეთანხმება მოხდეს ამ ტექსტის ირგვლივ და ჩვენ შევძლოთ კიდევ ერთხელ მაღალ პოლიტიკურ დონეზე გავაჟღეროთ ერთობლივი მხარდაჭერა უკრაინის სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.
„უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტი არის შეუვალი. ყველამ უნდა ვცეთ პატივი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და აგრესია უკრაინის მიმართმ, ისევე როგორც ნებისმიერი სახელმწიფოს მიმართ, მიუღებელი და დაუშვებელია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
24 იანვარს ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე კონსულტაციებს გამართავენ. რეზოლუციის ტექსტზე საკანონმდებლო ორგანოში დღეს იმსჯელებენ.