logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: უკრაინის მხარდამჭერი აზრიანი რეზოლუციის მიღების არანაირი პრობლემა არ უნდა არსებობდეს და ვფიქრობ, არც იარსებებს
- +

26 იანვარი. 2022. 14:26

 

ირაკლი ქადაგიშვილს მიაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციას უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების რესურსი აქვს. „ქართული ოცნების“ წევრის თქმით, რეზოლუციის პროექტი პარლამენტისა და ქვეყნის საერთო პოზიციაა.

 

„როდესაც პარლამენტი რეზოლუციას იღებს, ეს უკვე ქვეყნის გარკვეულ პოზიციონირებასაც წარმოადგენს. ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის თავისუფალი არჩევანი დაცული უნდა იყოს, არცერთ სახელმწიფოს მეორე ქვეყნის ტერიტორიის ხელყოფის უფლება არ აქვს. ასეთი აგრესიის მსხვერპლი ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია, იყოს უკრაინა და უკრაინას სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ, რადგან ჩვენც ოკუპაციის და აგრესიის ანალოგიური მძიმე ისტორია გვაქვს. თუ ვინმე არ მოინდომებს იქ ისეთი ნონსენსების ჩაწერას, ნორმალური, გაწონასწორებული, აზრიანი რეზოლუციის მიღების არანაირი პრობლემა არ უნდა არსებობდეს და ვფიქრობ, არც იარსებებს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

24 იანვარს ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე კონსულტაციებს გამართავენ. რეზოლუციის ტექსტზე საკანონმდებლო ორგანოში დღეს იმსჯელებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner