logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: თუ გადაწყვეტენ და პარლამენტში შემოვლენ, რაღაც პერიოდი მაინც, თვალი დესტრუქციისკენ ექნებათ
- +

26 იანვარი. 2022. 15:47

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გასაკვირი არაა, რომ ფრაქციის გუშინდელი სხდომის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდა და ამ დრომდე ვერ გადაწყვიტა, როგორ უნდა იმუშაოს მე-10 მოწვევის პარლამენტში. ის არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოში მორიგი დესტრუქციისთვის დაბრუნდება.

 

„რთულია, ვთქვათ, რომ ისეთი ნარატივიდან, რომელიც მთლიანად სიყალბესა და წამგებიან პლატფორმაზე იყო დამყარებული, დღეს, მეტ-ნაკლებად კონსტრუქციულ გარემოში, პარლამენტში შემოვიდნენ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს იწვევს ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებსა და დაძაბულობას პარტიის შიგნით. საბოლოო ჯამში, თუ გადაწყვეტენ და პარლამენტში შემოვლენ, რაღაც პერიოდი მაინც, თვალი დესტრუქციისკენ ექნებათ დაჭერილი“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება პარლამენტში მუშაობის შესახებ ხუთშაბათს გახდება ცნობილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner