საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა.
მირჩა ჯოანასთან შეხვედრის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„ღირებული შეხვედრა გაიმართა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანასთან. გამოვხატეთ ჩვენი მადლიერება საქართველოს მშვიდობიანი მომავლის მიმართ NATO-ს მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვრჩებით ერთგული და სანდო პარტნიორები, რომელთაც განზრახული აქვთ, მიაღწიონ უსაფრთხოებას, სტაბილურობას, კეთილდღეობას საქართველოში და ფართოდ რეგიონში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.