logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ხელისუფლება, პარლამენტი და მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველომ თავისი წილი საქმე შეასრულოს NATO-ში გასაწევრიანებლად
- +

26 იანვარი. 2022. 17:24

 

„დაგეგმილია მადრიდში სამიტის ჩატარება, რომელზეც განიხილება NATO-ს სტრატეგია მომავალი წლებისთვის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიღეთ შემოთავაზება წარვადგინოთ წინადადებები“, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში დღეს შეხვედრებს მართავს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს კომუნიკაცია აქამდეც იყო და მნიშვნელოვანია საქართველოს ხედვები დოკუმენტში აისახოს.

 

„აქ განსაკუთრებით ხაზგასასმელია სტრატეგიაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ღია კარის პოლიტიკა აისახოს, რომელსაც მადრიდის NATO-ს სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს. დარწმუნებული ვარ მადრიდში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი. კონსტიტუციით არის გათვალისწინებული ქართველი ხალხის ნება, რომელიც გარდაისახება ვალდებულებად ნებისმიერი ხელისუფლებისთვის და აქედან გამომდინარე „ქართული ოცნების“ პირობებში ეს კონსტიტუციური დავალება ჩაიწერა. ჩვენი ხელისუფლება, პარლამენტი და მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველომ თავისი წილი საქმე შეასრულოს NATO-ში გასაწევრიანებლად და როდესაც იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება NATO-ს წევრების მხრიდან, მაშინ რაც შეიძლება სწრაფად გავწევრიანდეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

შალვა პაპუაშვილი NATO-ს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავს. ის უკვე შეხვდა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს. ბრიუსელში გამგზავრებულ დელეგაციაში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია შედიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner