logo_geo
eng_logo
თეა წულიკიანი: ეს ხელისუფლება შეიცვლება მხოლოდ არჩევნებით და ამ ხელისუფლებას შეცვლის მხოლოდ ამომრჩეველი
- +

26 იანვარი. 2022. 18:34

 

„გაზაფხული და შემოდგომა არის ხოლმე ოპოზიციის იმედი, მაგრამ ეს იმედი არ იქნა და არ გაუმართლდათ. ალბათ ამ ზაფხულსაც მწარედ იმედგაცრუებულები და ამის ყველა ნიშანი არსებობს. მათ აღარ აქვთ არავითარი რესურსი, არავითარი პოტენციალი იმისათვის, რომ რაიმე უკეთესი შესთავაზონ ხალხს“, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „რადიო იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„მეჩვენება, რომ ხალხიც დაიღალა მუდმივად იმის ანალიზით, დღეში რამდენჯერ ჩაიხედა პატიმარმა ყოფილმა პრეზიდენტმა სარკეში, რა აღმოაჩინა, რა გაიფიქრა, რა გააკეთა და ა.შ. უფრო შორს აღარ წავალ. ოპოზიცია ფიქრობს მხოლოდ იმაზე, როგორ ჩამოაგდოს ეს ხელისუფლება. ეს ხელისუფლება შეიცვლება მხოლოდ არჩევნებით და ამ ხელისუფლებას შეცვლის მხოლოდ ამომრჩეველი. ეს შეიძლება დადგეს 2024 წელს და არა უადრეს. ოპოზიციისთვის შრომის დროა, მუშაობის დროა, დასერიოზულების დროა“, - თეა წულუკიანმა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner