logo_geo
eng_logo
პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სააკაშვილზე: იგორ კოლომოისკი და მასთან დაკავშირებული პირები ცდილობენ, როგორმე თავიანთი მოკავშირე გამოიხსნან
- +

16 მაისი. 2022. 00:34

 

 

იგორ კოლომოისკი და მასთან დაკავშირებული პირები ცდილობენ, როგორმე თავიანთი მოკავშირე გამოიხსნან, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისა გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

 

კითხვაზე, უკრაინის პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია ხშირად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი და რამდენად უანგაროდ ხდება ეს ყველაფერი, ირაკლი გოგავამ განაცხადა, რომ ეს შემთხვევითი არ არის და რომ არსებობს კონკრეტული კორპორაციული ინტერესი.

 

მან ისაუბრა კომერციული ბანკის „PrivatBank“-ის დამფუძნებელზე იგორ კოლომოისკისა და სააკაშვილის ბიზნესინტერესებზე საქართველოში.

 

„ისინი ბიზნესპარტნიორები იყვნენ და როდესაც ქართველმა ხალხმა სააკაშვილი ჩამოაგდო, კოლომოისკიც იძულებული გახდა, რომ დაეტოვებინა, ფაქტობრივად, უფასოდ მიღებული აქტივები, მაგრამ ეს ხინჯი დარჩა. უკრაინაში დღეს ვინც არის მმართველი ძალა, კოლომოისკი ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ზელენსკის პრეზიდენტად გახდომაში მან ლომის წვლილი შეიტანა, რადგან მისი ტელევიზია „ერთს პლუს ერთი“ აქტიურად უჭერდა მხარს - ის აფინანსებდა იმ სერიალს, რომლითაც ზელენსკი უფრო პოპულარული გახდა, ასევე, მას საარჩევნო კამპანიის დროს და ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, მოქმედებს. კოლომოისკი და მასთან დაკავშირებული პირები ცდილობენ, როგორმე თავიანთი მოკავშირე გამოიხსნან“, - დასძინა გოგავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner