logo_geo
eng_logo
ფსიქოლოგ რუსუდან გორგილაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დასახსნელად გარკვეულ ადამიანებს დასახული აქვთ არარეალური მიზანი, რაც სინამდვილეში მისთვის დათვურ სამსახურს წარმოადგენს
- +

16 მაისი. 2022. 01:10

 

 

სტიგმატიზაცია, ვიკტიმიზაცია, რომელსაც ისინი ახდენენ, ეს ყველაფერი ხელს უშლის, ბარიერია ადაპტაციისთვის, რათა დრო გაიყვანოს და ბოლომდე მივიდეს ჯანმრთელი ფსიქიკით, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა, რუსუდან გორგილაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისა გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

 

მისი თქმით, სააკაშვილს ყოველთვის ძალიან უყვარდა ეკრანზე ყოფნა და ამას ახერხებს კიდეც. გორგილაძის განმარტებით, 7 თვეა სააკაშვილს ამაში ხელს მედიაც უწყობს. ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ სააკაშვილისგან მსხვერპლის შესაქმნელად ძალიან ხშირად საზოგადოებას ესმის მის მდგომარეობაზე: წამება, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და ასე შემდეგ.

 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის დასახსნელად გარკვეულ ადამიანებს დასახული აქვთ არარეალური მიზანი. სინამდვილეში კი აღნიშნული მისთვის დათვური, ბოროტი სამსახურია.

 

„ეს სრულიად ანგრევს ამ ადამიანის ფსიქიკას. სინამდვილეში, უნდა დაეხმარონ მას, რომ შეეგუოს არსებულს. ისევ ადაპტაციასთან მივდივართ. ეს მისი სტიგმატიზაცია, ვიკტიმიზაცია, რომელსაც ისინი ახდენენ, ეს ყველაფერი ხელს უშლის, ბარიერია ადაპტაციისთვის, რომელიც მას საშუალებას მისცემს, დრო გაიყვანოს და ბოლომდე მივიდეს ჯანმრთელი ფსიქიკით. ეს ძალიან დიდი ბოროტებაა, რასაც ეს ადამიანები ჩადიან - ანგრევს ამ ადამიანს“, - განაცხადა ფსიქოლოგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner