საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი თავის ფრანგ კოლეგას, ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა.
„განვიხილეთ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა და ყურადღება გავამახვილეთ დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი კავშირების შემდგომი გაღრმავების მიზნით. მადლობა საფრანგეთს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის, ასევე მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის“, - დაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე.