logo_geo
eng_logo
საქართველოში ესტონეთის ელჩი: ძვირფასო ქართველებო, ესტონეთი ყოველთვის თქვენს გვერდით იდგა, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
- +

26 მაისი. 2022. 22:06

 

 

საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი, რიინა კალიურანდი საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

 

„ძვირფასო ქართველებო, დღეს 26 მაისს თქვენ აღნიშნავთ დამოუკიდებლობის დღეს, დამოუკიდებლობა, რომელიც 1918 წელს გამოაცხადეს. 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თქვენი სახელმწიფოებრიობა ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. თქვენ ბევრი რამის მომსწრენი ხართ. თქვენ იხილეთ ომი, ოკუპაცია, თუმცა, თქვენ ბედნიერი დროც გინახავთ - აღმშენებლობის. ყველა ამ გამოწვევიდან თქვენ, როგორც ერი, ძლიერი და თავდაჯერებული გამოხვედი. წელს ესტონეთი და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის 30 წელს აღნიშნავს. ესტონეთი ყოველთვის თქვენს გვერდით იდგა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით თქვენს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას. ესტონეთი თქვენი ერთგული მეგობარია და მეგობრად დარჩება. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“, - განაცხადა ელჩმა ვიდეომიმართვაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner