logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის დროს, რადიკალურმა ოპოზიციამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ დაპირისპირების ფონი შექმნილიყო
- +

23 ივნისი. 2022. 14:25

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა.

 

„პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის დროს, რადიკალურმა ოპოზიციამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ყოფილიყო არა პრემიერ-მინისტრის საქმიანი ანგარიშის მოსმენა, არამედ ყოფილიყო ხმაურის და დაპირისპირების ფონი.  არავინ იფიქროს, რომ ეს არის შემთხვევითი, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ.

 

როგორც პრემიერმა თქვა, პოლიტიკურმა ლიდერმა გასცა პასუხები პროვოკაციას, გასცა პასუხები ბინძურ ცილისწამებას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მოადგილემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner