„ოპოზიციისადმი ჩვენი პასუხები ადეკვატურია!“ - აღნიშნული განცხადება პარლამენტის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა.
„იძულებულნი ვართ, ასე ვესაუბროთ, ადამიანებს, რომლებიც ასეთ საშინელებებს სჩადიან, ასე იქცევიან, შეურაცხყოფას გაყენებენ... თქვენ რას ფიქრობთ, რომ პასუხი არ უნდა გავცეთ?! მივცეთ საშუალება, რომ ეს ქვეყანა დაანგრიონ, გადაუარონ და გადაბუგონ?! ჩვენი პასუხები ადეკვატურია“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.