„კარლ ბილდტი არის ერთი ჩვეულებრივი კორუმპირებული პოლიტიკოსი, რაც თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა და ეს მიზანში მოხვდა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში კარლ ბილდტზე საუბრისას განუცხადა.
კითხვაზე - ირაკლი ღარიბაშვილის კონფრონტაციული განცხადებები აზიანებს თუ არა ევროინტეგრაციის პროცესს, კობახიძემ განაცხადა, რომ ბილდტი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი იყო და წლების განმავლობაში ფულს ქვეყნის დაზიანებაზე აკეთებდა.
„კარლ ბილდტი აიჭრა, რადგან ღარიბაშვილმა ზუსტად, მიზანში მოარტყა. ეს არის ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცი! რაც დოკუმენტურად დადასტურებულია. ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცია, რომელიც იყო „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი და წლების განმავლობაში ფული ქვეყნის დაზიანებაზე აკეთა. როდესაც „ნაცმოძრაობა“ აქ სისხლიან რეჟიმს ამყარებდა, აუპატიურებდა ადამიანებსა და ასე შემდეგ, იმ ფულის სანაცვლოდ კარლ ბილდტი ლობირებდა „ნაცმოძრაობის“ სისხლიან რეჟიმს“, - განაცხადა კობახიძემ.