logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ და ელენე ხოშტარია არიან რეინკარნირებული სერგო ორჯონიკიძეები
- +

23 ივნისი. 2022. 15:06

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ და ელენე ხოშტარია არიან 100 წლის თავზე რეინკარნირებული სერგო ორჯონიკიძეები“,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ის, რომ ელენე ხოშტარია ამდენხანს არ ასაჯაროებს ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციას, ნიშნავს, რომ მას ბევრი რამ აქვს დასამალი.

 

„ელენე ხოშტარია ტყუილს ტყუილზე ამატებს. ის, რომ ეს ინფორმაცია გამჭვირვალეა, არის ტყუილი, ეს არის კერძო ინფორმაცია, რომელიც ხოშტარიამ უნდა გაასაჯაროოს და ამდენი ხანია მალავს. რომ მალავს, ეს ნიშნავს იმას, რომ მას ბევრი რამ აქვს დასამალი. საინტერესოა ის, თუ რატომ არის ამხელა სხვაობა თანხის მიზნობრიობასა და მოცულობას შორის და რატომ არის სხვადასხვა წყაროდან, იგივე ფედერალური ბიუჯეტიდან, ისეთი წყაროებიდან, რაც გარკვეულ საეჭვო უსაფრთხოების ნომენკლატურას უკავშირდება?! ყველაფერი მას, რა თქმა უნდა, აქვს დასასაბუთებელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთელი ამ წლების განმავლობაში ხოშტარია ახორციელებდა ისეთ პროვოკაციებს, რომელიც ხელს აძლევდა რუსულ ინტერესებს საქართველოში და აქ არის ძალიან მარტივი ლოგიკური კავშირი. როდესაც ის მალავს დამატებით ფინანსურ ინფორმაციას, ეს კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება კიდევ უფრო დიდი კავშირი იყოს ხოშტარიას ფინანსებსა და მის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს შორის. „ნაციონალური მოძრაობა“ და ელენე ხოშტარია მოქმედებენ საბჭოური მეთოდებით, ხდება შავი სიების წარმოდგენა. ესენი რომ იყვნენ 100 წლის წინანდელ პერიოდში, ხალხს პირდაპირ დახვრეტდნენ, რომ ჰქონდეთ ძალაუფლება. ეს არის ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური მეთოდები და ეს რუსული ფინანსებიც ამასთან არის მგონი კავშირში. ესენი არიან ჩვეულებრივი ბოლშევიკები. ხოშტარიამ რაც გააკეთა დღეს და რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე, ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური მეთოდებით მუშაობა. ესენი არიან 100 წლის თავზე რეინკარნირებული სერგო ორჯონიკიძეები. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს რომ ჰქონდეს მსგავსი შემოსავალი რუსეთის ფედერაციიდან, წარმოიდგინეთ მე რომ ვიღებდე მილიონობით რუბლს მთელი ამ დროის განმავლობაში, მათ შორის უკრაინაში დაწყებული ომის შემდგომაც, წარმოიდგინეთ რეებს გააკეთებდნენ ისინი. ყველაფერი დღესავით ნათელია, ყალბი ადამიანები არიან ისინი. სხვათა შორის ბოლშევიკებისთვისაც იყო დამახასიათებელი ეს სიყალბე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner