logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც ითხოვს, კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს უკრაინასა და მოლდოვას და ძლიერი პოლიტიკური სიგნალი გაეგზავნოთ ევროპული პერსპექტივის სახით საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას
- +

23 ივნისი. 2022. 15:10

 

 

ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც ითხოვს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს უკრაინასა და მოლდოვას და ძლიერი პოლიტიკური სიგნალი გაეგზავნოთ ევროპული პერსპექტივის სახით საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას.

 

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს, „დაუყოვნებლივ“ მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას და იგივე ნაბიჯი გადადგან საქართველოსთან მიმართებით, „როგორც კი მთავრობა ევროკომისიის მიერ ჩამოთვლილ პრიორიტეტებს შეასრულებს“.

 

პარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხელისუფლებებს, „ცალსახად გამოიჩინონ საკუთარი პოლიტიკური გაბედულობა საკუთარი მოსახლეობის ევროპული ამბიციების ცხოვრებაში გასატარებლად“, დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება სწრაფად დააკმაყოფილონ ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმები.

 

„უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან“, - აცხადებენ ევროპარლამენტარები და მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს გადადგას პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ სამი ქვეყნის მოქალაქეების ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზაციისკენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner