logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: თუ ვეტოსთან ერთად არსებითი შენიშვნები და არგუმენტები არ იქნება წარმოდგენილი თავად კანონთან დაკავშირებით, ჩვენ ვეტოს დაძლევას ვუყრით კენჭს
- +

23 ივნისი. 2022. 16:17

 

 

თუ ვეტოსთან ერთად არსებითი შენიშვნები და არგუმენტები არ იქნება წარმოდგენილი თავად კანონთან დაკავშირებით, ჩვენ ვეტოს დაძლევას ვუყრით კენჭს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„კანონი იყო მიღებული ფართო კონსულტაციებით, ის სჭირდებოდა საქართველოს, ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებას. არა კონკრეტული შენიშვნებისა და კრიტიკული არგუმენტების გამო იყო მიღებული, არამედ ეს ვეტო არის პოლიტიკური ჟესტი. თუ ვეტოსთან ერთად არსებითი შენიშვნები და არგუმენტები არ იქნება წარმოდგენილი თავად კანონთან დაკავშირებით, ჩვენ ვეტოს დაძლევას ვუყრით კენჭს“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ახლა პარლამენტი სალომე ზურაბიშვილისგან მოტივირებულ შენიშვნებს ელოდება, რომელიც სამართლებრივად დასაბუთებული უნდა იყოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner