ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებულ ოპოზიციის კომენტარებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა.
„იმ გუნდს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კიდევ უფრო დაარღვია;
იმ გუნდს, რომელმაც საკუთარი მოსახლეობა აწამა;
იმ გუნდს, რომელიც ადამიანის უფლებებს ციხეში და მის გარეთ თელავდა წლების განმავლობაში;
იმ გუნდს, რომელმაც ბიზნესი ააწიოკა და ამით ევროპას დაგვაშორა - არ აქვს მორალური უფლება, რომ ამ ტონალობაში ელაპარაკოს „ქართული ოცნების“ გუნდს და მის პრემიერ- მინისტრს, რომელმაც ევროპულ ინტეგრაციასთან მიმართებით საქართველო გაცილებით წინ წასწია“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.