logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: ეს ადამიანები არიან რადიკალურად განწყობილი და პირდაპირ მომართული ძალადობისკენ და ხელისუფლების დამხობისკენ
- +

23 ივნისი. 2022. 18:01

 

 

 

„ეს არის მარტივად აღსაქმელი გეგმა - ეს ადამიანები არიან რადიკალურად განწყობილი და პირდაპირ მომართული ძალადობისკენ და ხელისუფლების დამხობისკენ, რომელიც, რა თქმა უნდა, არ გაუვათ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„მინდა გავაფრთხილო ეს ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომ არ გამოიყენონ მათი გულწრფელი სურვილი და დამოკიდებულება - ისინი ელოდებიან, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს და თითქოს ამ მეტი ადამიანით მეტი მანიპულაცია და ძალადობისკენ მიმართული აქტი განახორციელონ. ზუსტად ანალოგიური იყო 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები. მაშინ გულწრფელი ადამიანების, განსაკუთრებთ ახალგაზრდების პროტესტი გადაიზარდა ძალადობაში. ანალოგიურის გამეორება სურთ იგივე ადამიანებს, რომელიც არ გამოუვათ“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

 

ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა „ქრონიკას“ ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია 20 ივნისის აქციის დროს „სირცხვილიას“ ერთ-ერთი აქტივისტის საუბარი 24 ივნისს დაგეგმილი აქციის შესახებ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner