logo_geo
eng_logo
პრემიერი ჟურნალისტს: რა თქმა უნდა, ბატონი ივანიშვილი არ არის ოლიგარქი; იგი არის მეცენატი, ქველმოქმედი, შემდეგ არის პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი
- +

24 ივნისი. 2022. 16:00

 

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა, რის შემდეგაც ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

 

კითხვაზე, არის თუ არა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მთავრობის მეთაურმა შემდეგი პასუხი გასცა:

 

„არ არის, რა თქმა უნდა, ბატონი ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. ოლიგარქის განმარტება არის შემდეგი - ოლიგარქი არის ინდივიდი, პირი, რომელიც საკუთარი გავლენებით, უამრავი განმარტება არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ ჯერ ერთი მდიდრდება სახელმწიფოს რესურსებით, მას აქვს გავლენიანი ბიზნესები საქართველოში და პოლიტიკა და პარტიები და ა.შ. ბატონ ბიძინა ივანიშვილს არც ერთი, მე ვთქვი პარლამენტში, არავითარი შემოსავალი არ მიუღია საქართველოდან. პირიქით, კაცმა თუ რამე იშოვა, ჩამოიტანა, დახარჯა საქართველოში, ანუ იგი არის მეცენატი, ქველმოქმედი, შემდეგ არის პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი. ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღეს არავითარი როლი, სტატუსი პოლიტიკაში არ გააჩნია, მეგობრებო. მან დეკლარირებულად, საჯაროდ განმარტებაც გააკეთა და დატოვა პოლიტიკა. ასე რომ, სხვა ყველანაირი სპეკულაციები, გარკვეული ბრალდებები, ცილისწამებები არის უსაფუძვლო, მეგობრებო. ამას სჭირდება დასაბუთება. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ოლიგარქობის ცდუნებები შესაძლოა სხვა ინდივიდებს ჰქონოდათ და ჰქონდეთ დღესაც, ჩვენ ამას შევისწავლით, გავითვალისწინებთ ევროპელების რეკომენდაციებს, მათ შორის გამოცდილებას, რომელიც უკრაინას აქვს, უკრაინაში რეალური გამოწვევა არის ოლიგარქების, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. ასე რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner