logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი ოპოზიციის მოთხოვნებზე: ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება
- +

25 ივნისი. 2022. 12:14

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, გუშინდელ აქციაზე წამოყენებული მოთხოვნები ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.

 

„პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა გაუწოდა ხელი ოპოზიციას თანამშრომლობისკენ, რომ ერთად შევასრულოთ ქართველი ხალხის ეს სანუკვარი ოცნება. პასუხად მივიღეთ აბსოლუტური პოლარიზაცია, ამ გაწვდილი ხელის აბსოლუტური უარყოფა და არარეალური მოთხოვნები - ხელისუფლების გადაბარება იმ ძალებისთვის, რომლებსაც ხალხმა არაერთხელ უთხრა, რომ მათ არასდროს აირჩევს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისკენ და დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი ნათლად დაინახავს იმ სურათს, რაც დღეს საქართველოში ხდება“, - აცხადებს სუბარი.

 

24 ივნისის აქციაზე ჩამოყალიბდა ახალი მოძრაობა „შინ ევროპისკენ“, რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მოძრაობის მოთხოვნები მათთან არის შეთანხმებული.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner