logo_geo
eng_logo
პაპუნა ჯანელიძე: რა ტექნიკური მთავრობა?! რა არახამია?! რა უკრაინის დახმარება ევროინტეგრაციაში? ვინ ეკითხება უკრაინას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას?!…
- +

25 ივნისი. 2022. 12:18

 

 

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პაპუნა ჯანელიძე გუშინდელ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. კერძოდ კი უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკი და მისი მრჩევლის დავით არახამიას ჩართვას, სადაც ისინი საქართველოს დახმარებას პირდებოდნენ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

 

„რა ტექნიკური მთავრობა?! რა არახამია?! რა უკრაინის დახმარება ევროინტეგრაციაში? ვინ ეკითხება უკრაინას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას?!…

 

იმისთვის, რომ შევძლოთ დავეწიოთ ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ მატარებელს, საჭიროა ევროპული პოლიტიკური პროცესი. ევროპული პოლიტიკური პროცესი კიდევ გულისხმობს ჯანსაღ საპარლამენტო პროცესს. რაც არ უნდა რთულად ჩანდეს ამ მიზნის მიღწევა, სხვა გზა წარმატების არ არსებობს.

 

ხალხის ძალა და ენერგია, რომელიც მობილიზებულია, უნდა მიემართოს საარჩევნო სისტემის სასწრაფოდ გასაუმჯობესებლად და პლურალისტური პარლამენტის ასარჩევად“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner