logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ესაა მოთხოვნა, რომ მაქარაშვილი ან ვინმე სხვა, გახდნენ მინისტრები და პრემიერ მინისტრები. ეს გგონიათ საქართველოსთვის გამოსავალი?!
- +

25 ივნისი. 2022. 18:48

 

 

„ესაა მოთხოვნა, რომ მაქარაშვილი ან ვინმე სხვა, ლომჯარიაზე იყო საუბარი, გახდნენ მინისტრები და პრემიერ მინისტრები. ეს გგონიათ საქართველოსთვის გამოსავალი?!“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

 

„20 ივნისსაც, 24 ივნისსაც იქ იყვნენ ადამიანები, რომელთაც გულწრფელად, კეთილსინდისიერად სჯერათ, რომ მათი ვალი, გამოხატონ პოზიცია - საქართველოს მომავალი უკავშირდება ევროპას. ჩემი პატივისცემა თითოეული ასეთი ადამიანის გამოხატვას, რომელთაც ამას გულწრფელადა და კეთილსინდისიერად ახორციელებს. თუმცა, იგივე არ ეკუთვნის ადამიანებს, რომლებიც ამ ყველაფრის გამოყენებას მერკანტილური მოტივებით ცდილობს.

 

მაქარაშვილი და ვიღაც უნდა გახდნენ მინისტრები - ამაზეა საუბარი. გავიგე, ესაა მოთხოვნა, რომ მაქარაშვილი ან ვინმე სხვა, ლომჯარიაზე იყო საუბარი, გახდნენ მინისტრები და პრემიერ მინისტრები და ასე შემდეგ. მათ უნდათ, შექმნან საქართველოს ევროპული მომავალი, ამაზეა საუბარი! ეს გგონიათ საქართველოსთვის გამოსავალი?! ვისაც ასე სურს, ასე იფიქროს!“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

24 ივნისის აქციაზე ჩამოყალიბდა ახალი მოძრაობა „შინ ევროპისკენ“, რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მოძრაობის მოთხოვნები მათთან არის შეთანხმებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner