logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას არჩევნების გარეშე, ეს იყო რეალურად, რაც გუშინ მათი მხრიდან ვიხილეთ
- +

26 ივნისი. 2022. 01:40

"ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას არჩევნების გარეშე," – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

ეს იყო რეალურად, რაც მაგალითად, გუშინ ცალკეული პოლიტიკური ძალების მხრიდან ვიხილეთ. ერთი მხრივ, არის კეთილსინდისიერად განწყობილი მოქალაქეების სურვილი, რომ მთელ მსოფლიოს აჩვენონ საკუთარი დამოკიდებულება და მეორე მხრივ, ამაზე ჩასაფრებული ცალკეული ადამიანები, პოლიტიკოსები და მათ ნიღბად გამოყენებული არასამთავრობო სექტორი, ან ცალკეული პიროვნებები, რომლებითაც ინიღბებიან და, რომლის პირითაც საუბრობენ საზოგადოებასთან იმის თაობაზე, რომ რამენაირად, გამოყენებული იქნას ჩვენი მოქალაქეების ეს გულწრფელი დამოკიდებულება მათი ხელისუფლებაში მოყვანის მიზნით. ამის შემდეგ ეს ყველაფერი ქვეყანას რას უქადის, ამ პასუხისმგებლობაზე საუბარი სამწუხაროდ, არავის უნდა. არადა, ეს სასაუბროა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, ცალკეული ოპოზიციური ძალები კატეგორიულები და უკომპრომისოები არიან, რაც არ შეიძლება.

ეს, რა თქმა უნდა, ერთგვარად ჰგავს აზროვნების ტოტალიტარულ პრინციპს, როდესაც ისინი საკითხებს უდგებიან ამგვარად, რომ ის, რაც მათთვის დამაკმაყოფილებელი არ არის, არავითარ განსხვავებულ აზრს არ იღებენ. ასე, უბრალოდ, არ შეიძლება, არც ოპერირება და არც მუშაობა. ასეთი პრინციპით თანამშრომლობა გამორიცხულია. ამ საკითხის გადაჭრა მარტივად შეიძლება. ყველაფერი საზოგადოების თვალწინ ხდება და საზოგადოებამ მათ შორის, მაგალითად, გუშინ პრემიერ-მინისტრის განცხადება რომ გაკეთდა, ყველაფერი ცხადად დაინახა, რომ ერთი მხრიდან განწყობა არსებობს, ასე იქნა გამოვლენილი, ხოლო მეორე მხრიდან ამის პასუხი რაც იყო, ყველაფერი ვნახეთ. ამ გაწვდილ ხელზე არავის რეაქცია არ ჰქონია ასე ვთქვათ, რელევანტური, რომ ვინმეს ასევე გამოეწოდებინა ხელი და შესაბამისად, რაღაცაზე ხელი ჩამოგვერთვა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ხელისუფლება სერიოზულად არის განწყობილი, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე რეალური ნაბიჯები გადადგას და ოპოზიცია ხვდება, რომ საქართველოს წლის ბოლოს გარდაუვლად ელის წარმატება.

არ მგონია, რომ იმ მოთხოვნებიდან, 12 პუნქტიდან, რომელიც ახლა შესასრულებელი გვაქვს, რომელიმეა ისეთი, რომელთან დაკავშირებითაც რეალურად არ შეიძლება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ეს რამე დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. 20 ივნისს განსაკუთრებულად თვალში საცემი იყო ის, რომ ასე ვთქვათ, ჩრდილში დარჩა ის დესტრუქციულად განწყობილი ოპოზიცია, რომელიც ფაქტია, არსებობს და სრულიად განსხვავებული, გულწრფელი და კეთილსინდისიერი მოტივაციით იყო მოსული ადამიანთა უდიდესი ნაწილი, რომლებსაც უნდოდათ, საკუთარი დამოკიდებულება გამოეხატათ და ასე ვთქვათ, საკუთარ მოვალეობადაც მიიჩნიეს ასეთი პოზიციის გამოხატვა, მაგრამ აქ პრობლემა ის არის, რომ იქ მისული იყო პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი, ისეთი კატეგორიის, რომლებსაც სურდათ, ადამიანთა ეს სიმრავლე, ან ადამიანთა მხრიდან პოზიციის დაფიქსირების გულწრფელი სურვილი წარმოეჩინათ, როგორც საკუთარი მომხრეები და საკუთარი პოლიტიკური, ვიწრო პარტიული დღის წესრიგის მხარდამჭერთა ჯგუფი. ეს, რა თქმა უნდა, შეცდომაა და ეს არის ერთგვარი პარაზიტიზმი, ასე შეგვიძლია, ვთქვათ. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარაზიტობაა, როდესაც ვინმე ცდილობს, არაკუთვნილი დივიდენდი და არაკუთვნილი მხარდაჭერა მიისაკუთროს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, პროცესში ამის ლუსტრირება აუცილებლად მოხდება.

ეს უბრალოდ, გარდაუვალია. ზუსტად ამაშია მთელი ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც როგორც ჩანს, ცალკეულმა ადამიანებმა დაგეგმეს. ისინი ნელ-ნელა ჩრდილიდან გამოდიან და ასპარეზზე ადგილს იკავებენ. სამწუხაროდ, ზუსტად ამ მოვლენებს ვადევნებთ თვალს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ

 

 

.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner