logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი არახამიაზე: ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს საქმეებში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან, რაც, ვფიქრობ, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის მიუღებელია
- +

27 ივნისი. 2022. 13:03

 

 

ლევან დავითაშვილი უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას მიერ „ტელეგრამზე“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ამ თემაზე ვიცე-პრემიერმა მთავრობის სხდომის შემდეგ გაკეთებულ ბრიფინგზე ისაუბრა. დავითაშვილი არახამიას ბრალდებებს არასერიოზულს უწოდებს.

 

„რაც შეეხება ბატონი არახამიას ცრუ ბრალდებებს, რაც მანამდეც მოგვისმენია, ეს იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებები წინა შემთხვევებში, რასაც არანაირი ფაქტები არ ამყარებდა. დღესაც იგივეა. მოვისმინეთ მხოლოდ საუბარი ბრალდებებზე, მაგრამ არ არის კონკრეტული ფაქტებით გამყარებული. მან უნდა წარმოადგინოს ფაქტები. ძალიან მარტივია, ნებისმიერი ბრალდება გამყარებული უნდა იყოს ფაქტებით. ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩარევაა საქართველოს საქმეებში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან, რაც, ვფიქრობ, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი“, - განაცხადა დავითაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner