ევროკავშირის მხრიდან დეპოლარიზაციის რეკომენდაციას „ქართული ოცნების“ წევრები ეხმიანებიან.
„ხელისუფლება კი არ დაიწყებს, არამედ გააგრძელებს ამ თვალსაზრისით მუშაობას ოპოზიციასთან.
პარლამენტის რეგლამენტი ყველა შესაძლებლობას აძლევს ოპოზიციას, ოპოზიცია კი არცთუ ისე ხშირად იყენებდა ამ შესაძლებლობას.
ასე წარიმართა ევროინტეგრაციის მიმართულებით განსახორციელებელი რეფორმების ძალიან დიდი ნაწილი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.